Tuesday, November 10, 2015

VIII დღის რეფლექსია


 დღეს პროექტის გეგმაში დავასრულეთ სასწავლო პროცედურების გრაფა. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის მიზნით მოვამზადე კითხვარი და Blog-ზე ავტვირთე. კითხვარების შედგენა ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.  ასეთი სამუშაო დიდად შეუწყობს ხელს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას.  
როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.
 

VII დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო. მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით ბუკლეტის დამხმარე შაბლონი  მოსწავლეებისათვის. გავეცანით კითხვარებს დიფერენცირებული  სწავლებისათვის.გავეცანით  ნამუშევრების დრაივზე ატვირთვას და ბლოგზე განთავსებას.

  • შევისწავლეთ Google docs და Goole- სხვა პროგრამები online-მუშაობისათვის;
  • ავითვისეთ Google Drive-მეშვეობით დოკუმენტების ატვირთვა ინტერნეტში;
  • ვტვირთე ჩემი ბულკეტი და გავაზიარე ბლოგზე;
  • განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • გავაგრძელე პროექტზე მუშაობა;
  • ავითვისე პედაგოგიური პრაქტიკისთვის საჭირო  საკითხები

Sunday, November 1, 2015

VI დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს  სტუმრად გვეწვია ბატონი კახა ჟღენტი. დაათვალიერა ჩვენი სასწავლო გარემო და მუშობის პროცესი.  განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ გაკეთებული მოსწავლის ნიმუშები. ავტვირთეთ GOOGLEDRIVE-ზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ. ვისწავლეთ WORD-ის დოკუმენტის PDF -ად გადაკეთება და ბლოგზე ატვირთვა. მივიღე ჩემთვის საინტერესო და გამოყენებადი ინფომაცია. შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები. მივიღეთ ახალია დავალებები. მოკლედ ტრენინგი აქტიურად და პოზიტიურად დამთავრდა.

საინფორმაციო ბუკლეტი

უცნობი მცხეთა - საინფორმაციო ბუკლეტი

https://drive.google.com/file/d/0B9AfQ336cF7aWW1jUGNPam5sRzQ/view?usp=sharing

მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია

Saturday, October 31, 2015

V დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე ძალზედ საინტერესოდ დაიწყო. განვიხილეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია და ბუკლეტი, შევიტანეთ შესწორებები და ავტვირთეთ GoogleDrive-ზე და შემდეგ კი განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.

უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს ქალბატონ მაია ჯოხაძეს.

პროექტის "უცნობი მცხეთა" პრეზენტაცია

Sunday, October 25, 2015

IV დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ ბუკლეტის მომზადება  და გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ასევე ჩვენი მასალები ავტვირთეთ googledrive-ზე. დღე ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო.

Saturday, October 24, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


"უცნობი მცხეთა"



ზოგადი კითხვები:

  • როგორ მეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიები სამყაროს შემეცნებაში და როგორ ცვლის კომპიუტერული ტექნოლოგიები საზოგადოებას?

თემატური კითხვები:

  • რა იცით  მცხეთის დაარსების შესახებ?

  • რა ინფრომაცია გაქვთ მცეხთის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ?

შინარსობრივი კითხვები:
  •  რა არის ელექტრონული წიგნი? 
  • როგორ გამოვიყენებ პრეზენტაციას ხალხის დასაინტერესებალად?




Sunday, October 18, 2015

მეორე დღის რეფლექია

 ტერნინგის მეორე  დღეს განვიხილეთ პროექტის გეგმა და მისის რესურსები. განვიხილეთ ელექტრონული გზამკვლევი. შევქმენით საკუთარი ფოლდერი და შიგ განვათავსეთ ელექტრონული რესურსები. 

Saturday, October 17, 2015

პირველი დღის რეფლექსია


ტრენინგი Intel Teach Essentials დაიწო 2015 წლის 17 ოქტომბერს 10 საათზე. ტრენინგს ატარებს ქალბატონი მაია ჯოხაძე. ტრენერმა გაგვაცნო კურსის ხანგრძლივობა და ძირითადი აქტოვობები: 

1.პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
2.სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
3. პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
 4..საპროექტო იდეების გენერირება

ტრენინგი დასრულდა 14 საათზე.