Tuesday, November 10, 2015

VIII დღის რეფლექსია


 დღეს პროექტის გეგმაში დავასრულეთ სასწავლო პროცედურების გრაფა. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის მიზნით მოვამზადე კითხვარი და Blog-ზე ავტვირთე. კითხვარების შედგენა ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.  ასეთი სამუშაო დიდად შეუწყობს ხელს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას.  
როგორც ყოველთვის ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.
 

VII დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო. მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით ბუკლეტის დამხმარე შაბლონი  მოსწავლეებისათვის. გავეცანით კითხვარებს დიფერენცირებული  სწავლებისათვის.გავეცანით  ნამუშევრების დრაივზე ატვირთვას და ბლოგზე განთავსებას.

  • შევისწავლეთ Google docs და Goole- სხვა პროგრამები online-მუშაობისათვის;
  • ავითვისეთ Google Drive-მეშვეობით დოკუმენტების ატვირთვა ინტერნეტში;
  • ვტვირთე ჩემი ბულკეტი და გავაზიარე ბლოგზე;
  • განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • გავაგრძელე პროექტზე მუშაობა;
  • ავითვისე პედაგოგიური პრაქტიკისთვის საჭირო  საკითხები

Sunday, November 1, 2015

VI დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს  სტუმრად გვეწვია ბატონი კახა ჟღენტი. დაათვალიერა ჩვენი სასწავლო გარემო და მუშობის პროცესი.  განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ გაკეთებული მოსწავლის ნიმუშები. ავტვირთეთ GOOGLEDRIVE-ზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ. ვისწავლეთ WORD-ის დოკუმენტის PDF -ად გადაკეთება და ბლოგზე ატვირთვა. მივიღე ჩემთვის საინტერესო და გამოყენებადი ინფომაცია. შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები. მივიღეთ ახალია დავალებები. მოკლედ ტრენინგი აქტიურად და პოზიტიურად დამთავრდა.

საინფორმაციო ბუკლეტი

უცნობი მცხეთა - საინფორმაციო ბუკლეტი

https://drive.google.com/file/d/0B9AfQ336cF7aWW1jUGNPam5sRzQ/view?usp=sharing

მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია